ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე - მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი მათგანის, აზერბაიჯანის მოქალაქის, ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
როგორც ცნობილია, დაშავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მიკროავტობუსის 10 მგზავრი.
დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არის გადაყვანილი.