
ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
სოფელ ჭვრინისის მკვიდრი ამავე სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა გიორგი ხარაზიშვილი საქონელს მწყემსავდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.