
ვიქტორ იანუკოვიჩთან ერთად კიევიდან გაქცეული უკრაინის გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკის აგარაკს უკრაინელმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა კიევთან ახლოს, სოფელ გორენიჩში მიაკვლიეს.
გარედან სხვა მსაგავსი აგარაკებისგან დიდად არაფრით გამორჩეული სახლის ოთახებსა და სათავსოებში ენით აუწერელი სიმდიდრე იყო შენახული, მათ შორის საიუველირო ნაწარმი, უძველესი ხატები და სახარება, ცივი იარაღის იშვიათი კოლექცია და ხელოვნების ძვირადღირებული ნაწარმი.
აქვეა თავად პშონკისა და იანუკოვიჩის პორტრეტები. ერთ–ერთ პორტრეტზე გენპროკურორი ცეზარის მანტიაშია გამოსახული.