ოლივერ სტოუნის ფილმ "პუტინში" გამოყენებულ საქართველოს რუკაზე ტერიტორიები ჩამოჭრილია

Image

ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის ფილმში „პუტინი“ საქართველოს რუკა დამახინჯებულად არის გამოყენებული. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს ინფორმაციას.

 

რუკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია შესული. ფილმში გრაფიკული გამოსახულება რამდენჯერმე ჩნდება, ერთ-ერთ კადრში სახელმწიფოების დასახელებებს შორის აფხაზეთი და სახმრეთ ოსეთიც არის.

 

„საზოგადოებრივი“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ამ ფაქტზე ჯერ ინფორმაცია არ გააჩნიათ და დეტალების გარკვევას შეეცდებიან.

 

რუსეთის პრეზიდენტზე ფილმს ოლივერ სტოუნი 2 წლის განმავლობაში იღებდა. ამერიკელმა რეჟისორმა ვლადიმერ პუტინთან 10 ინტერვიუ ჩაწერა. ფილმის პრემიერა 12 ივნისს გაიმართა და ის 4 ნაწილისგან შედგება.

 

სტოუნის მორიგი ნამუშევარი კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ რეჟისორი ცდილობს პუტინი პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

 

„პუტინზე ძალიან ბევრს უთქვამს ცუდი. მას შეურაცხყოფენ და ცუდად ექცევიან. უსამართლოდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ პრესასა და მედიაში, თუმცა ის არ ბრაზდება ამაზე", - თქვა ერთერთ სატელევიზიო შოუში მიწვეულმა სტოუნმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !