
პრეზიდენტის უარის მიუხედავად პარლამენტში რიგგარეშე სესია მაინც გაიმართება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პარლამენტი უფლებამოსილია სესია ოთხშაბათს დანიშნოს. სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე უნდა იმსჯელონ. პრეზიდენტს საგანგებო სესიის დანიშვნის თხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა, თუმცა მან სხდომის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
,,რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება და პრეზიდენტი შესაბამის აქტს მიმართვიდან 48 საათის განმავლობაში გამოსცემს. იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი აქტი არ გამოიცა, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, პარლამენტს 48 საათის განმავლობაში უფლება აქვს თავად შეიკრიბოს“, - განაცხადა კახიანმა.