კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ცოცხალია

Image

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მეგობრებზე დაყრდნობით "ამბები.ჯი" წერს, რომ ოსორაული ცოცხალია და მას ამბოხებულებმა მეორედ შეუცვალეს ადგილსამყოფელი.

 

ქართველი მფრინავის ინკოგნიტო მეგობრები ამბობენ, რომ პოლკოვნიკის გაცვლას კონგოს ხელისუფლების მიერ დატყვევებულ გენერალ ბოსკონ ტაგანდაში ითხოვენ.


შეგახსენებთ, რომ ტვ "იმედიმა" გაავრცელა ინტერვიუ კონგოელ ამბოხებულთა მეთაურთან, სადაც ის ამბობს, რომ ქართველი მფრინავი 13 ან 14 მაისს, მაშინ დაიღუპა, როცა კონგოს სახელისუფლო ძალებმა იერიში განახორციელეს.


ამბოხებულთა ლიდერის თქმით, მათ გამოსასყიდი არ მოუთხოვიათ, რადგან ტერორისტები არ არიან, ხოლო შეთანხმება ქართულ მხარესთან ოსორაულის გადაცემაზე უკვე არსებობდა და ის სწორედ იმ დროს უნდა მომხდარიყო, როცა იერიში დაიწყო. ამბოხებულთა ლიდერის თქმით, იმ შეტაკებაში 6 მებრძოლი დაკარგეს.
სოსო ოსორაულის მეგობარი, თადარიგის ოფიცერი და სამხედრო ბლოგერი დავით ნემსაძე "იმედის" სიუჟეტს ოპერატიულად გამოეხმაურა და "სრული პასუხისმგებლობით" განაცხადა, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია, ხოლო სიტუაციის გართულების შემთხვევაში ტვ "იმედის" პასუხისმგებლობაზე მიანიშნა.


ქართველი მფრინავის შესაძლო დაღუპვის ფაქტს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც 2012 წელს ქართული უწყებათაშორისი კომისიის მიერ სომალელი მეკობრეების ტყვეობისგან 6 ქართველი მეზღვაურის დახსნის ფაქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ თუ სოსო ოსორაულის დაღუპვა მართლაც დადასტურდება, პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილის უნდა დაეკისროს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?