"პროკურორ მესტვირიშვილს ვპირდებით სიურპრიზს"-ელისო კილაძე

Image

"პროკურორ მესტვირიშვილს ვპირდებით სიურპრიზს"- ეს განცხადება, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მისი შვილის, დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება, დაცვის მხარე მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავენ, მიეწოდოთ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ სად იმყოფებოდა დაკავების დროს პროკურორი დავით მესტვირიშვილი და შეეძლო თუ არა მას ელექტრონულად გაეცა ნებართვა ოპერაციაში სხვა სამართალდამცველების ჩართვის შესახებ.

 

ელისო კილაძის თქმით, პროკურორი მესტვირიშვილი დავით ხარშილაძის დაკავებისას სასამართლოს პროცესებს ესწრებოდა, შესაბამისად, როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის ელექტრონულ ნებართვას ვერ გასცემდა.


„არანაირი დოკუმენტი არ არსებობს იმისა, რომ შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და განაწილებული იყო ფუნქციები. უბრალოდ ყველა ამბობს იმას, რომ პროკურორმა ელექტრონულად დაამატა კონკრეტული პირი ამ გამოძიებას. საქმის პროკურორს, ბატონ დავით მესტვირიშვილს ჩვენ ვპირდებით სიურპრიზს იმიტომ, რომ ისიც იტყუება. 13 მარტს, ჩემი შვილის დაკავების დღეს, მე მაქვს ინფორმაცია, რომ დავით მესტვირიშვილი მთელი დღის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე იმყოფებოდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და ის საერთოდ არ იყო პროკურატურაში. ანუ, ის არ იყო საქმის კურსში იმ სპეცოპერაციაზე, რომელსაც ახლა ასე დაბეჯითებით აპრავებს,“ - განაცხადა ელისო კილაძემ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !