
საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ - ამ განცხადებით, ედიშერ ქარჩავამ, გუშინ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. ქარჩავა საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
საპატრიარქოს იურისტი ამბობს, რომ ის თანამდებობაზე რჩება და მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით მე შემიძლია ცალსახად და გარკვევით გითხრათ, რომ საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, ჩემს მოვალეობას ჩვეულებრივ ვაგრძელებ,“ - აცხადებს ქარჩავა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად საუბრობდა.