კიევში ატო-ს ჩეჩნური ბატალიონის მეთაურს ჟურნალისტად წარდგენილმა ქილერმა ესროლა

Image

კიევში ატო-ს ზონის (ანტიტერორისტული ოპერაციის ზონა) ბატალიონ "კიევი-2"-ის მეთაურს ადამ ოსმაევსა და მის ცოლს - ამინა ოკუევას ესროლეს. ადამ ოსმაევი, რომელიც უკრაინაში ჩეჩნური ბატალიონის მეთაური იყო, დაჭრილია, დაჭრილია ასევე ქილერიც, რომელიც მებრძოლებთან ნდობაში შევიდა, როგორც ჟურნალისტი და ვითომდა ინტერვიუს ჩაწერისთვის მზადების დროს, მოულოდნელად გაუხსნა ცეცხლი.


მას შემდეგ, რაც ქილერმა ადამ ოსმაევს ესროლა, იქვე მყოფმა ოსმაევის ცოლმა თავდაცვის მიზნით საპასუხო ცეცხლი გახსნა და ქილერი დაჭრა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიცია მუშაობს, ოსმაევი და ქილერი კლინიკაში მძიმე ჭრილობებით გადაიყვანეს.


ცნობილი გახდა, რომ ქილერი ცოლ-ქმარს წარუდგა, როგორც ალექს ვერნერი, Le Monde-ს ფრანგი ჟურნალისტი. მან ოსმაევს "გლოკიდან" ესროლა, საპასუხოდ კი მისი ცოლისგან - ამინა ოკუევასგან, რომელიც ასევე მოხალისედ იბრძვის უკრაინის ერთიანობისთვის, "მაკაროვის" ოთხი ტყვია მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ოსმაევი 2012 წელს ოდესაში დააკავეს და ბრალად კორპუსის აფეთქებისთვის მზადება წაუყენეს. ოსმაევს რუსეთის მხრიდან ბრალად ედებოდა ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვალდიმირ პუტინზე თავდასხმის მომზადება და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ეთნიკურად ჩეჩენი ოსმაევი რუსეთის მოქალაქეა.


რუსეთმა მისი ექსტარდირება მოითხოვა, თუმცა, ევროსასამართლოს რეკომენდაციით, უკრაინამ ექსტრადიციის განხილვა შეაჩერა, ხოლო ოსმაევი, მას შემდეგ, რაც 2,5 წელზე მეტი სასჯელი უკრაინაში მოიხადა, 2014 წლის ნოემბერში პატიმრობიდან გათავისუფლდა.
2015 წლის თებერვალში, ისი მუნაევის დაღუპვის შემდეგ ადამ ოსმაევი ჩეჩნური ბატალიონის მეთაური გახდა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?