
"აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა" - ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს, რასაც ევროპის საბჭოს კომისარი, ნილს მუჟნიეკსი ძალიან სერიოზული ბრალდებებს უწოდებს.
ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოს ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს, მომხდარის სწრაფი და ობიექტური გამოძიებისკენ ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანში ძალით გადაიყვანეს. ადვოკატის თქმით, მუხთარლი ამტკიცებს, რომ ფული ჯიბეში გამტაცებლებმა ჩაუდეს და ცუდად ეპყრობოდნენ. ეს ძალიან სერიოზული ბრალდებებია, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მაქსიმალურ ყურადღებას და გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს. უნდა ჩატარდეს ეფექტური, სწრაფი და დამოუკიდებელი გამოძიება. ამავდროულად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს," - ნათქვამია ევროპის საბჭოს კომისარი facebook-ის ოფიცალური გვერდზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.