
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მეუფე პეტრეს და მამა გიორგი მამალაძის კავშირისა - ეს განცხადება, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გააკეთა. ქარჩავამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" საკუთარი განცხადება იმით დაასაბუთა, რომ საპატრიარქოში მეუფე პეტრე ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის დაცვა და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა.
ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მას ე.წ. ციანიდის საქმესა და მეუფე პეტრე ცაავას შორის კავშირის პირდაპირი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საკუთარი ინტერესების გამო ჭყონდიდის მიტროპოლიტს პატრიარქის ჩამოშორება და მოკვდინება სურს. ქარჩავა განმარტავს, რომ მოკვდინებაში ის მკვლელობას არ გულისხმობს.