
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრებები დაასრულა. ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთკაციანი სიის შემადგენლობა ასეთია :ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე .
ყველაზე მაღალი - მაქსიმალური ქულა კანდიდატთა შორის გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ მიიღო. კანდიდატები მთავრობას წარედგინება. ივნისში კი, სამი მათგანი სტრასბურგის სასამართლოს გადაეგზავნება.
“ეს არის ის ხუთეული, რომლის ქულებიც არის საუკეთესო. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, მომდევნო დღეებში მთავრობას ამ სიას წარვუდგენ. მთავრობა ამ ხუთეულიდან ნებისმიერ სამ კანდიდატს აარჩევს და წარუდგენს ევროსაბჭოს ივნისის თვეში. სავარაუდოდ, არჩევნები შედგება ამ წლის შემოდგომაზე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.