
ქობულეთში 200 აბონენტი წყლის გარეშე დარჩა. წყლის სისტემის მაგისტრალი, გელაურის დასახლებიდან დენდროლოგიურ პარკში ევკალიპტის გადატანისას დაზიანდა. ინფორმაციას "ajaratv.ge" ავრცელებს.
გუშინ, გვიან ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან სადგურის გავლით, ევკალიპტის ასწლოვანი ხე გადაიტანეს. იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანა, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო.
ხის ტრანსპორტირება დასრულებულია და იგი სანაპიროზეა ჩატანილი, საიდანაც ბარჟით გურიაში გადაიტანენ.
ქობულეთის გამგებლის მოადგილე, მალხაზ რომანაძე აცხადებს, რომ წრიულის აღდგენის ხარჯებს შპს "ანაგი" დაფარავს.
დილიდან მუშაობა წრიულის ერთი ნაწილის აღდგენაზე მიმდინარეობს.