
მახინჯაურში, საცხოვრებელ სახლში, ორი გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ადგილობრივები არ არიან.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია მუშაობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.