-
2017-05-11 20:02
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნა მოსამართლე შორენა ყაველაშვილი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის კოლეგიის ერთ-ერთი წევრი იყო.
მოქმედი პროკურორი რევაზ ნადოი მოსამართლე ვერ გახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ორ პალატაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე ნადოიმ ვერც ერთი თანამდებობა ვერ დაიკავა. ნადოის საბჭოს წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
მას განაცხადი ჰქონდა გაკეთებული სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო საქმეთა პალატებში.
შეგახსენებთ, რევაზ ნადოის სახელი დაკავშირებულია ისეთ გახმაურებულ საქმეებთან, როგორიც არის ე.წ. ციხის კადრები, მუხროვანის ამბოხი, ბაჩო ახალაიას საქმე. ნადოი საწყის ეტაპზე ჩართული იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების საქმეზე.
ასევე მოსამართლედ არ გამწესდა სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემია