
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ ცუდი მმართველის პირობებში, ახალი საკონსტიტუციო მოდელით თავდაცვის სფეროში ჩანაწერის გაკეთება მხედრიონის წარმოქმნის შანსს იძლევა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე პასუხობს.
თალაკვაძე განმარტავს, თუ რას ნიშნავს "სხვა სამხედრო ძალები" და რატომ იწერება ეს კონსტიტუციაში.
"ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია და ეს არის ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებული მოსაზრება. რეალურად, ეს ჩანაწერი, ნებისმიერ სხვა სახელმწიფო დანაყოფს ეკუთვნის, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არ შედის.
აღნიშნული ჩანაწერი სწორედ ამას არეგულირებს. რეალურად, ეს დანაყოფები სხვადასხვა სამინისტროს დაქვემდებარებაში დღესაც არსებობენ და კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი, სწორედაც რომ აწესრიგებს საკითხს. ეს არის უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.