
საქართველოს პრეზიდენტი მინდელის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და შესაბამისად ვერ ჩაითვლება უბრალო შემთხვევად. პრეზიდენტის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე საუბრობს.
"ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“. შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ,-" ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.