
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს კომეი, თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC კი წყაროდ თეთრი სახლის ადმინისტრაციას ასახელებს.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, კომეისადმი გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ახალი მმართველის პოვნა, რომელიც ხალხს ამ ორგანოს მიმართ ნდობას აღუდგენს.