-
2017-05-10 10:04
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა შახტაში მომხდარ ამდენ ,,მკვლელობაზე" ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
ნანუაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით უნდა იქნას უსაფრთხოების ზომები დაცული და უნდა დაწესდეს სანქციები.
„ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის მკვლელობა. სახალხო დამცველი 4 წლის განმავლობაში იმეორებს რეკომენდაციას, რომ ქვეყანაში აუცილებელია, შეიქმნას ეფექტური შრომის ინსპექცია. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მკვლელობებზე.
აქედან გამომდინარე, ალბათ, დადგა დრო, როდესაც სახელმწიფომ უნდა გადახედოს მდგომარეობას, რაც ქვეყანაში არსებობს ამ მიმართულებით. გარკვეული სანქციები უნდა იყოს იმისათვის, რომ მინიმალური სტანდარტები უსაფრთხოების იყოს დაცული ქვეყანაში. თუ არ მოხდება მიდგომის შეცვლა სახელმწიფოს მხრიდან, შესაძლოა, უარესი მოხდეს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26