-
2017-05-08 17:18
პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, არც ერთი იურიდიული და პოლიტიკური კონტრარგუმენტი არ მოგვისმენია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, კონსტიტუციის საერთო სახალხო განხილვის დროს განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ ყველა წარმოდგენილ მაგალითში , სადაც პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესზე იყო საუბარი ამ სისტემის უარყოფითი მხარეები უფრო ნათელია.
"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიციები არის მყარი, არც ერთი კონტრარგუმენტი არ დასახელებულა იმ არგუმენტებთან მიმართებით, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ. არავის გაუცია პასუხი მაგალითად, როგორ შეიძლება წარიმართოს საარჩევნო კამპანია. არც ერთ არგუმენტთან დაკავშირებით, კონტრარგუმენტი არ ყოფილა. ერთადერთი ლაშა ტუღუში საუბრობდა ქვეყნების მაგალითებზე. დაიწყო ჩამოთვლა ავსტრიით და ბულგარეთით და ყველაზე მეტი პრობლემა პრეზიდენტის პირდაპირმა არჩევნებმა სწორედ ამ ორ ქვეყანას შეუქმნა.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძალიან პრობლემურია ის მოდელი, სადაც საპარლამენტო სისტემაში არის გათვალისწინებული პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ჩვენ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, ჩვენს არგუმენტებს დაუპირისპირეთ კონტრარგუმენტები. არსად ჩვენი კონტრარგუმენტები არ მოგვისმენია. შესაბამისად, ჩვენი არგუმენტები და ჩვენი გადწყვეტილება რჩება ძალაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.