
ევროპული საქართველოს ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია უერთდებიან.
მათი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი ვერ შედგა, ამიტომ აუცილებელია სადავო საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებამ მიიღოს.
,,თავისუფალ დემოკრატებსა" და ,,ევროპულ საქართველოს" შორის უკვე გაფორმდა მხარდამჭერი დოკუმენტიც.