
ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე, თამბაქოს საწყობის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია საწყობის მენეჯერი.
აფეთქება დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ადგილზე სახანძრო ბრიგადები და მაშველები მუშაობდნენ. ხანძარი ლოკალიზებულია, ხოლო 45 წლის მენეჯერის ცხედარი ბეტონის ფილებქვეშ მოყოლილი იპოვეს - აფეთქების მომენტში მენეჯერი ადგილზე იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება და ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია - შენობა მთლიანად დანგრეულია.