რატომ დაიხურა ,,ციანიდის საქმის" სხდომა-სასამართლოს განმარტება

Image

ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის მიზეზებს საქალაქო სასამართლო განმარტავს.

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით, პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით, სრულად დაიხურა წინასასამართლო სხდომა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე.

 

საქმის მასალების თანახმად, პროცესის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიმართ გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება, ასევე მიმდინარეობს გამოძიება ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის მიმართ რელიგიური მოტივით მუქარის შემცველი სატელეფონო ზარის განხორციელების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, შესაძლოა, საფრთხე შეექმნათ პროცესის მონაწილეებს სხდომის საჯაროდ წარმართვის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულს გააჩნია სხვადასხვა საპროცესო უფლება, მათ შორის სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება ზეპირად და საჯაროდ, თუმცა აღნიშნული დათქმა არ არის იმპერატიული და აბსოლუტური, თუკი აღნიშნული იწვევს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა უფლებების, თავისუფლების და უსაფრთხოების ხელყოფას“, - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?