
საბერძნეთში ქართველი ქალი სავარაუდოდ, საავადმყოფოში მოკლეს, - ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Thestival ავრცელებს.
ცხედარი ქალაქის გარეუბანში იპოვეს. 36 წლის ქალის გაუჩინარების შესახებ მეუღლემ 27 აპრილს განაცხადა. მას შემდეგ საქართველოს მოქალაქეს ბერძენი პოლიციელები ეძებდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ქალი სალონიკის საავადმყოფოში მოკლეს და ცხედარი გადამალეს.
მკვლელობაში ბრალდებულია 38 წლის ბერძენი ექიმი, რომელიც ათენში დააკავეს.