
ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. უმრავლესობის, საპარლამენტო ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებს მოსახლეობას აცნობენ.
პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საუბრობს. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება.
"ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება. ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იგეგმება და ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი", - განაცხადა კობახიძემ.
განხილვები 15 მაისს უნდა დასრულდეს.