დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველები და ადამიანის უფლებათა ცენტრი, ხვალ, სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართავენ.
საჩივარს უკვე გაეცნო და ხელი მოაწერა თავად ბრალდებულმაც. იურისტები ითხოვენ, დადგინდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მეექვსე და მეცამეტე მუხლების დარღვევის ფაქტი. მათი ინფორმაციით, ადვოკატებს ეზღუდებათ უფლება, გამოიყენონ დაცვის ყველა ის მექანიზმი, რასაც კანონმდებლობა ანიჭებთ.