-
2017-04-19 18:06
ნავთობის ფასის შემდგომი ვარდნა და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება რუსეთისთვის დამანგრეველი იქნება. ტრამპის ადმინისტრაცია გასული საუკუნის პოლიტიკურ სცენარს იმეორებს, როცა ნავთობზე ფასის ვარდნამ სსრკ-ს ნგრევა გამოიწვია.
ამის შესახებ ამერიკელი ოფიცერი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარი პირველი რანგის კაპიტანი ჰარი ტაბახი ამბობს ინტერვიუში, რომელიც მან უკრაინულ გამოცემას მისცა.
ტაბახის თქმით, კრემლი, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს ნავთობზე ფასების ვარდნას. მისი თქმით, მსგავსი რამ უკვე მოხდა გასულ საუკუნეში და სსრკ ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში უნდა დანგრეულიყო, მაგრამ მაშინ ბრეჟნევი ისრაელთან არაბული სამყაროს ნაწილის სამხედრო დაპისრისპირების ფონმა იხსნა, რამაც ნავთობზე ფასების ვარდნა შეაჩერა.
ტაბახი დარწმუნებულია, რომ სირიაში ომის დასრულება რუსეთისთვის ისეთივე დამანგრეველი იქნება, როგორიც გორბაჩოვის დროს სსრკ-სთვის აღმოჩნდა ნავთობზე ფასის შემცირება:
"თუ იქ ყველაფერი დაწყნარდება, ნავთობი კაპიკები ეღირება, ეს კი რუსეთისთვის განაჩენია", - განაცხადა ოფიცერმა