
დღეს გასაჯაროებული ფირების საფუძველზე დავით ხარშილაძის ადვოკატები ახალ მოთხოვნებს ახმაურებენ.
ისინი ითხოვენ დავით ხარშილაძეს შეეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება. ამ მოთხოვნით მათ უკვე შეიტანეს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
“ჩვენთან წარმოდგენილი იქნა შორენა ლალიაშვილის ვიდეო მასალა, სადაც ასახულია დავით ხარშილაძის დაკავების ფაქტები. აფიქსირებენ, რომ იყვნენ სამნი დაკავების დროს და ფირში აღბეჭდილია, რომ არა სამი, არამედ 12 კაცია და საგამოძიებო მოქმედება და ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმთან დაკავშირებით საათები, 16 საათი და 40 წუთი მითითებულია, ლალიაშვილის წარმოდგენილ ვიდეო
მასალასთან დაკავშირებით, რომ უკვე მას აჯენენ მანქანაში და მიჰყავთ. რაც შეეხება ჩხრეკის და დაკავების დროს მითითებულია, რომ ჩხრეკა დაიწყო 16 საათზე და 40 წუთზე და დამთავრდა 16 საათსა და 55 წუთზე. დაკავების ზუსტი დრო მითითებულია 17 საათი და 10 წუთი,“ - განაცხადა ადვოკატმა ნათია კოტრიკაძემ.
ელისო კილაძის შვილის დაკავების მოწმე და ვიდეო კადრების ავტორი შორენა ლალიაშვილი 3 საათიდან დაკითხვაზე იმყოფებოდა. ,,ქრონიკა +" რედაქტორმა ელისო კილაძემ სწორედ შორენა ლალიაშვილის მიერ მიწოდებული მასალა გაასაჯაროვა. კადრებში დავით ხარშილაძის დაკავების მომენტია ასახული.