
ვოლინის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ბაშკალენკო ლუცკის ევრომაიდნელებმა სცემეს და ევრომაიდნის სცენას ხელბორკილებით მიაჯაჭვეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თანამდებობის ნებით დატოვებაზე უარი განაცხადა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლუცკში აქტივისტებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობა აიღეს. თავდაპირველად გუბერნატორს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა შესთავაზეს, ხოლო მისი უარის შემდეგ კაბინეტში ხელბორკილი დაადეს, ქუჩაში გამოიყვანეს და ევრომაიდნის სცენას მიაჯაჭვეს.