საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ზვიად კვაჭანტირაძე 18 თებერვალს კიევში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობა „ორივე მხარეს ეკისრება“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე რჩევას აძლევს „ბატონ კლიჩკოს“, რომ ნაკლებად დაუჯეროს მიხეილ სააკაშვილს.