
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა მათ შორისაა, ვინც 12 იანვარს ენმ დატოვა და ახალ პარტიაში გადადის. ენმ-ს ცენტრალური ოფისის წინ გამოსვლისას უგულავამ განაცხადა, რომ პარტიის დანგრევაზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია.
"ჩემთვის წითელი ხაზი იყო, როდესაც ზუგდიდში მისი საუბარი მოვისმინე. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის გვერდით 1999 წლიდან მოვდივარ, იქ დამთავრდა. იმიტომ, რომ 1% შანსიც რომ არსებულიყო, (თუ 1%-ით მაინც გჯერათ, რომ ამ ადამიანს ასეთი ფორმით და მეტყველებით შეუძლია ბიძინა ივანიშვილის დამარცხება) იმ 99%-ს გვერდზე გადავდებდი და ამ 1%-ს ჩამოვეკიდებოდი. იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და გაუგებარი, აგრესიული უმრავლესობა პარლამენტში მოკალათებული.
მანვე არ დატოვა, სამწუხაროდ, ერთიანობის 1%. დიახ, პასუხისმგებელი ამ პარტიის დანგრევაზე არის ერთადერთი ადამიანი. ის ადამიანი, ვინც ეს პარტია შექმნა. მაგრამ ამით ჩვენ უნდა დავამთავროთ ამაზე საუბარი. მოვიკლათ წარსულ დროებზე ფიქრი. "