
საფეხბურთო კლუბებს „დინამოსა“ და „ვალენსიას“ შორის შეხვედრა, რომელიც 20 თებერვალს იყო დანიშნული, უეფას დაპირების მიუხედავად, მაინც გადაიტანეს და კვიპროსზე ჩატარდება.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ „დინამოს“ პრეზიდენტმა იგორ სურკისმა განაცხადა:
„ჩვენი გადასაწყვეტი არ იყო, უეფას ვერ შევეწინააღმდეგებით. ახლა იმით ვართ დაკავებული, რომ თვითმფრინავს ვეძებთ, რითაც კუნძულზე უნდა გადავფრინდეთ. შესადგენია იმ ჟურნალისტების სია, რომლებიც თვითმფრინავში მოთავსდებიან“, - აღნიშნა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სტადიონის მოსაძებნად მას ზუსტად 45 წუთი მისცეს და ასეთი სტადიონი კვიპროსზე იპოვეს. კიევის „დინამო“ კუნძულზე თბილისის დროით 00:00 საათამდე უნდა გადაფრინდეს.
შეგახსენებთ, რომ კიევის „დინამო“ და ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ამავე სახელწოდების კლუბი ერთმანეთს ევროპის თასის ფინალის 1/16-ში ხვდებიან ერთმანეთს.