-
2014-02-19 17:03
„რეგიონების“ პარტიის ლვოვის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ ბარანი, დეპუტატი ბლოგოდირი, პარტიის ხმელნიცკის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ დერიკოტი - ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, ვინც მმართველი პარტია დატოვეს.
ამასთან, ჩამონათვალი არასრულია და მათი რიცხვი, ვინც 18 თებერვლის მოვლენების შემდეგ პარტიას ტოვებს, მცირე ინტერვალში იზრდება.
აღსანიშნავია, რომ პარტიას ტოვებენ რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც, ზოგადად, ყველა პარტიის ბირთვს შეადგენენ. რამდენიმემ, ვინც განცხადება უკვე დაწერა, ბოდიშიც კი მოიხადა, რომ ეს ნაბიჯი ადრე არ გადადგა.