
ვოლინის ოლქის ლუცკის საქალაქო სამმართველოს პირადი შემადგენლობა მათი ხელმძღვანელის მეთაურობით აქტივისტების მხარეს გადავიდა.
ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა ლუცკის მილიციის უფროსმა ვასილი მარჩიშაკმა. როცა დემონსტრანტთა კოლონა ქალაქის მილიციის შენობას მიადგა, მათთან სწორედ მარჩიშაკი გავიდა და განაცხადა, რომ მილიცია არ ჩაერთვება კონფლიქტში, ამიტომ გადადის ხალხის მხარეს.
მილიციის უფროსის ამ განცხადებამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია. მილიციელებმა დემონსტრანტებს ხელჯოხები და ფარები დაურიგეს. საოლქო მილიციის უფროსთან წინასწარი შეთანხმების მიხედვით, მილიციელებს თავიანთი და სხვა ტაბელური იარაღი, რომელიც მილიციის შენობაში ინახებოდა, დემონსტრანტებისთვის არ გადაუციათ.