
საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყანაში არსებული კრიზისის მოგვარებას დიალოგის გზით ურჩევს:
„მინდა გამოვხატო სამძიმარი გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ, მათ შორის გარდაცვლილი ქართველის, ზურაბ ხურციას ოჯახის მიმართ. მიმაჩნია, რომ სიტუაცია კიევში საგანგაშოა.
მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგას, ვიქტორ იანუკოვიჩს ყველა ძალისხმევა იხმაროს, რათა გააჩეროს ძალადობა მომიტინგეთა მიმართ და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი.
ვუერთდები ჩემი კოლეგების, ევროპის ლიდერების პოზიციას, რომ უნდა მოხდეს სიტუაციის ესკალაცია და ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა დასხდნენ.
ჩვენ მანამდეც, როდესაც გაგვიკეთებია ამ საკითხების შეფასება, ხაზი გავუსვით იმას, რომ უმაღლესი ხელისუფალთათვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანის სიცოცხლე, ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მე იმედი მაქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ამ ჭრილში გადაწყდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.