ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

Image

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრემიერმინისტრი განცხადებით ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ იგი უერთდება დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას ძალადობის შეჩერებისა და არსებული კონფლიქტის დიალოგის გზით გადაწყვეტის შესახებ:

 

„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, რომელიც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ჩვენი ტრაგედიაცაა, მით უფრო, რომ დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს და მათ ახლობლებს.

 

კრიზისის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა დაუშვებელია. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას, რადგან იგი ვალდებულია არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

 

ვუერთდები დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას, რომ შეჩერდეს ძალადობა და მხარეებმა დიალოგის მეშვეობით გამონახონ არსებული მწვავე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზები.

 

იმედს არ ვკარგავ, რომ ამ უმძიმეს წუთებში უკრაინაში ხელისუფლებაც და ხალხიც გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენების კიდევ უფრო ტრაგიკულ განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !