"პრაქტიკაში არ არსებობს ზოგადად ადამიანისთვის ოთხჯერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება“, - ამის შესახებ გიორგი ონიანმა განაცხადა.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ბაჩო ახალაიასთვის სასამართლოს მიერ ოთხჯერ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ისაუბრა:
„ყველა წესისა და კანონის დაცვით ახალაია გირაოთი უნდა განთავისუფლებულიყო, რადგანაც ის არ ემალებოდა გამოძიებას. ფაქტია, რომ თავიდან ბოლომდე დარღვევებით მიმდინარეობს მასთან დაკავშირებული პროცესი და ამიტომაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნა",-განაცხადა გიორგი ონიანმა.
რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახური