
პედაგოგთა შეფასების სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდა ბრუნდება, თუმცა, ბარიერი არ იქნება განსაზღვრული.
პროფესიულ უნარებთან ერთად ძალაში რჩება საგნის გამოცდაც. თუმცა, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, 30 წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლისთვის გამოცდის ჩატარება არაადეკვატურია, სწორედ ამიტომ ეს იქნება კვალიფიკაციის ამაღლება და არა გამოცდა.
გარდა აღნიშნული ცვლილებისა, განათლების მინისტრმა პედაგოგებისთვის კრედიტების დაგროვების ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა, მათ შორის მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობის შედეგად მიღებული შეფასებაზე.
2016 წელს მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები იანვარშიც ჩატარდა, თუმცა მომავალ წელს პედაგოგებს გამოცდაზე გასვლის საშუალება აღარ ექნებათ.