-
2014-02-19 14:40
პარლამენტის სხდომათა დარბაზში უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს აკაკი ბობოხიძეს ბოთლი ესროლა.
ინციდენტი საარჩევნო კოდექსის განხილვისას მოხდა. ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაში დასდო ბრალი, ბობოხიძემ კი ცაგარეიშვილს „ცუგა“ უწოდა. სწორედ ამ რეპლიკამ გამოიწვია უმრავლესობის წარმომადგენლის გაღიზიანება.
მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა კი უმრავლესობის წევრს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.