რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ნინო ბარკალაია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს

Image

რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, პარიზის მე-8 უნივერსიტეტის (Université Paris-VIII) დოქტორი ნინო ბარკალაია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართავს.

 

ნინო ბარკალაია სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ 2013 წლის აპრილში პარიზიდან მიიღო დოქტორის დიპლომი უმაღლესი შეფასებით, სადაც მისი დაბადების ადგილად მითითებულია "Sukhumi/Russie".

 

ნინო ბარკალაია აღნიშნავს, რომ საპასუხო წერილში, რომელიც Université Paris-VIII-ში გაგზავნა, მან მიუთითა, რომ მოხდა შეცდომა და მოითხოვს ახალ დიპლომს, რამეთუ სოხუმი უკვე 20 საუკუნეა მდებარეობს აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე; აფხაზეთი მოქცეულია საქართველოს საზღვრებში და ეს საზღვრები აღიარებულია გაეროსა და ევროკავშირის მიერ.

 

„მოცემული დროისთვის მე ველოდები  ახალ დიპლომს, სადაც ჩემი დაბადების ადგილი სწორად იქნება მითითებული. მოცემულ ფაქტზე, რომელიც პირადი ხასიათისაა, მე თქვენს ყურადღებას ვამახვილებ შემდეგი შეკითხვების გამო:

 

1)-რატომ მიაჩნია თქვენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, რომ „ლატვიის სასკოლო სახელმძღვანელოებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალკე სახელმწიფოებად მოხსენიება ცუდია, მაგრამ დიდი საშინელება არ არის“?

 

2)-აღნიშნულ შემთხვევაში, ასევე სხვა მსგავსი შემთხვევების დროს რატომ არ ამზადებს პროტესტის ნოტას თქვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო (მათ შორის ამასწინანდელ ფაქტზე სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დროს საქართველოს რუკის „ღრუბლებით“ დაფარულ ნაწილთან დაკავშირებით)?

 

3)-რის საფუძველზე მიგაჩნიათ თქვენ არამიზანშეწონილად ჩემი ქვეყნის (რუსეთის ფედერაციის) პრეზიდენტ ვ. პუტინთან შეხვედრის დროს ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციისა და პრობლემების განხილვა?

 

4)-და, ბოლოს, რატომ გახდა ჩემთვის, პირისთვის, რომელიც არც დევნილია და არც საქართველოს მოქალაქე, მიუღებელი ზემოთაღნიშნული დიპლომის აღება, სადაც სხვა სახელმწიფოს დე-ფაქტო სუვერენული ტერიტორია მითითებულია რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, ხოლო თქვენი სახელმწიფო მინისტრისთვის მსგავსი კაზუსი „დიდი საშინელება არ არის“?

 

საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლოა, მაგრამ რუსეთიც - ჩემი სამშობლოა. ჩემი ოჯახი აქ 100 წელზე მეტია, ცხოვრობს. მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში „ახალი ტერიტორიების შეზრდა“, მით უმეტეს, საერთაშორისო საზოგადოების მიერ ოკუპირებულად აღიარებულისა, რუსეთის ფედერაციის პასპორტების უკანონო გაცემისა და 2008 წლის სამხედრო ინტერვენციის ჩათვლით, სწორედ ისაა, რაც სჭირდება ჩემს ქვეყანას - რუსეთს. ხომ არავისთვისაა საიდუმლო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მხოლოდ შირმაა იმისთვის, რომ მოცემული ტერიტორიები რუსეთის სამხედრო ძალების ბანაკად გადაიქცეს.

 

გულწრფელად გეტყვით, არც ის მესმის, რატომ არის აუცილებელი დუმილი, ან, თქვენივე მთავრობის წარმომადგენელთა ენით რომ ვთქვა, ამ მძიმე პრობლემასთან დაკავშირებული „ემოციური ფონის გაღვივების“ უარყოფა მოცემულ დროს ჩემი ისტორიული სამშობლოს მთავრობისა და პრეზიდენტისთვის? განა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის განმავლობაში არსებულა ამაზე უფრო არსებითი პრობლემები?

 

თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, როგორც ჩემთვის ცნობილია, განათლებით ფილოსოფოსმა, შეუძლებელია, არ იცოდეთ, რომ ამგვარი „პრაგმატიზმი“ ისტორიაში ძალიან ხშირად ბრუნდება დიდ, ხშირად ჩამოურეცხავ სირცხვილად, რასაც მე არ ვუსურვებდი არც რუსეთს, არც საქართველოს, არც პირადად თქვენ.

 

და ბოლოს, ჩემთვის მაინცდამაინც ცხადი არ არის, როგორ შეგიძლიათ თქვენ, სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ხელი ჩამოართვათ ადამიანს, რომელიც თავისი ქვეყნის- რუსეთის ირგვლივ ახალ „ბერლინის კედელს“ აშენებს და ამას უშუალოდ თქვენი სახელმწიფოს ტერიტორიის სიღრმეში აკეთებს?

 

როგორ დასრულდა პირველი კედლის ისტორია, კარგად ვიცით. ღმერთმა ქნას, რომ მეორე კედლის გარდაუვალი ნგრევა არ გადაიზარდოს იმაში, რაშიც პირველი კედლის ნგრევა გადაიზარდა „დიადი იმპერიისთვის“ - დაშლაში, თქვენი ქვეყნისთვის კი, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე „გაუგებარ“ სტატუსად დამკვიდრებაში.

 

ღმერთმა ნუ ქნას!

 

პატივისცემით, ნინო ბარკალაია. 18.02.2014. მოსკოვი.“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !