-
2014-02-19 07:30
„სამწუხაროდ, იანუკოვიჩი არაადეკვატურია, მას სურს, რომ ევრომაიდანი დაიშალოს და ხალხი სახლში წავიდეს, მე შეხვედრა დავტოვე“, - ამის შესახებ მოლაპარაკებიდან დაბრუნებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი თქმით, გაკვირვებული დარჩა პრეზიდენტ იანუკოვიჩის პოზიციით, რომელმაც განაცხადა, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარების გამო პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება: „ჩვენ მას შინაგანი ჯარის და „ბერკუტის“ დაუყოვნებლივ გაყვანა შევთავაზეთ, მინიმუმ, მოლაპარაკების დასრულებამდე. მას ეს არ სურს“, - აცხადებს კლიჩკო.
არსენ იაცენუკმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მოლაპარაკებაში, „მეხუთე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერებს, ფაქტობრივად, დანებება შესთავაზა: „მაგრამ ჩვენ ხალხს ვარ დავუშლით ევრომაიდანზე დგომას, რადგან ეს მათი უფლებაა. იანუკოვიჩი, მინიმუმ, არაადეკვატურად აფასებს სიტუაციას. სწორედ ამის გამო, ჩვენ ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საბედისწერო პერიოდის მიჯნაზე ვდგავართ“, - თქვა არსენ იაცენუკმა.