
კიევში, ტრუხანოვის კუნძულზე აღმოჩენილია ევრომაიდნის თავდაცვითი რაზმის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი აქტივისტის ცხედარი.
საბუთების მიხედვით, რომლებიც ცხედარს უპოვეს, ის დონეცკელი იგორ ნაუმოვია. მილიციაში აცხადებენ, რომ ნაუმოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველთა თქმით, ის მდინარეში ხიდიდან გადახტა.