თენგიზ გუნავა: „ვერავინ გაბედავდა, ასე თავხედურად მოეკლა ჩვენი მოქალაქე... აიყვანეთ მკვლელი!“

Image

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი და ყოფილი გუბერნატორი, ენმ-ს წარმომადგენელი თენგიზ გუნავა იმ პერიოდს იხსენებს, როცა ხურჩაში შსს-ს სგანაგებო დავალებათა სამმართველოს საგუშაგოები იყო განთავსებული, რაც მოსახლეობაზე თავდასხმის პრევენციას ისახავდა მიზნად. 

 

თენგიზ გუნავა ხელისუფლებას არა აღშფოთებისკენ, არამედ მოქმედებისკენ მოუწოდებს და მოითხოვს, მკვლელი მოძებნონ და აიყვანონ.

 

„მინდა გამოვეხმაურო ხურჩაში მომხდარ უმძიმეს ფაქტს! პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოთხოზორიების ოჯახს. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, ადრე განთავსებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს საგუშაგო, სადაც 24- საათიანი მორიგეობა მიმდინარეობდა.

 

სამი წელია, საგუშაგო არ არსებობს, სამწუხაროდ, ივანიშვილისა და ზაქარეიშვილის რუსებთან მაამებლური პოლიტიკის გამო! ჩვენ არ გვქონდა მშვიდი სამუშაო პირობები, ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა მუხანათურად, ღამით თავს გვესხმოდნენ, მაგრამ შესაბამისად ადეკვატურ პასუხსაც ღებულობდნენ ძალიან მწარედ...

 

მე არ ვამბობ ნიშნისმოგებით, მაგრამ ასე თავხედურად ვერავინ გაბედავდა მოეკლა ჩვენი მოქალაქე. ისიც ვიცი, როცა საგუშაგოების შეკვეცა დაიწყეს, პოლიციელები და სპეცრაზმელები შეწუხებული იყვნენ ამ ფაქტით, ვინაიდან მათ კარგად ესმით საოკუპაციო ზოლთან თუ როგორი კონტროლია საჭირო და რა საფრთხეებია მოსალოდნელი ოკუპირებული ტერიტორიიდან - ისინი ათენებდნენ ღამეებს მანდ და არა ოლიგარქი, თავისი მარიონეტი მთავრობით!

 

ან ეს რა განცხადება იყო უსაფრთხოების სამსახურის, სრულიად შეუსაბამო და გაუგებარი. მარტო კი არ აღშფოთდეთ, არამედ იმოქმედეთ და აიყვანეთ ის მკვლელი სადაც არ უნდა იყოს... მესმის, დრო დასჭირდება, მაგრამ ღირსების საქმეა, ის უფროსებიც დაარწმუნეთ ამის აუცილებლობაში!“ - წერს თენგიზ გუნავა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !