როგორ შეიწყალა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თამაზ თამაზაშვილის თანამესაკნე, რომელსაც 27 წელი ჰქონდა მისჯილი

Image

"ქართულიგაზეთი" წერს, რომ შეწყალების და ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით,  პოლიტიკოსების მიერ ერთმანეთის ბრალდებების ფონზე, დღის სინათლეზე სულ უფრო დამაფიქრებელი, უცნაური და საეჭვო ფაქტები გამოდის. 

 

ასეთ ფაქტად "ქართული გაზეთი" ვუგარ ალიევის საქმეს ასახელებს, რომელიც 2013 წლის 25 დეკემბერს შეიწყალეს. ამ პერიოდში კომისიას ალეკო ელისაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

ითვალისწინებს რა საზოგადოების ინტერესს ამ საკითხისადმი, "აფხაზეთისხმა" გთავაზობთ "ქართული გაზეთის" მიერ გამოქვეყნებულ მასალას:

 

"ვუგარ ბაქირ-ოღლი ალიევს, დაბადებულს 1973 წლის 26 ივლისს, თბილისის და ბოლნისის რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ 2010 წელს მისჯილი ჰქონდა 27 წელი. სასჯელი შეფარდებული იყო დიდი ოდენობით სხვისი საკუთრების თაღლითობით მისაკუთრების, ამ მუხლით დანაშაულის ორჯერ ან მეტჯერ ჩადენის, ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენის და გასაღების მუხლებით.

 

ვუგარ ალიევის შემთხვევაში საგულისხმოა, რომ ის სასჯელს იხდიდა ყოფილი პრემიერ მინისტრის სიმამრთან თამაზ თამაზაშვილთან ერთად. შესაბამისად ჩნდება კითხვა: შუამდგომლობდა თუ არა თამაზ თამაზაშვილი ვუგარ ალიევის შეწყალებას იმდროინდელი კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილთან ან უშუალოდ პრეზიდენტ მარგველაშვილთან.

 

კითხვები ჩნდება, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა შეწყალების კომისიამ თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ასეთი მძიმე დანაშაულებებისთვის გასამართლებული პირის შეწყალებისას.

 

ალეკო ელისაშვილს სამი კითხვით მივმართეთ: 

 

1. ალიევის შეწყალების რეკომენდაცია კომისიამ გასწია თუ პრეზიდენტმა პირადად მიიღო გადაწყვეტილება?

2. რა პრინციპით მოხდა ასეთი მძიმე დანაშაულებებზე გასამართლებული პირის შეწყალება?

3. ჰქონდა თუ არა ადგილი თამაზაშვილის შუამდგომლობას ან ზეწოლას კომისიაზე ვუგარ ალიევის შეწყალებასთან დაკავშირებით?

 

ალეკო ელისაშვილი: „კომისიას ეს საქმე არ განუხილავს. დანარჩენი პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხეთ.“

 

თავად ვუგარ ალიევმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ შემიწყალეს 2013 წლის დეკემბერში. დიახ, ერთ „კამერაში“ ვიჯექი თამაზ თამაზაშვილთან ერთად, მაგრამ ის არაფერ შუაშია. 27 წელი მქონდა და 2013 წლის სექტემბერში პარლამენტის ამნისტიამ გამინახევრა. მერე დეკემბერში შემიწყალეს. ვანო მერაბიშვილის და ირაკლი კოდუას უკანონო პატიმარი ვიყავი.“

 

არავითარი საფუძველი ასეთი დანაშაულებისგან პატიმრის გასათავისუფლებლად არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს რამდენიმე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ვუგარ ალიევის გათავისუფლებას ხელი შეუწყო მასთან ერთად ერთ საკანში მჯდომმა თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებული იყო".

 

"ქართული გაზეთი" აქვეყნებს ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დადგენილებას ვუგარ ალიევის შეწყალებასთან დაკავშირებით:

 

dadg.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !