
კომპანია „ჯეოსელის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით კომპანიის წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდებას გულისხმობს.
კომპანია „ჯეოსელში“ ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 13 თებერვალს შევიდა.