
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ დაკითხვაზეა დაბარებული:
„გია ლორთქიფანიძის საქმესთან დაკავშირებით (შეგახსენებთ, რომ მას სახლთან ნაღმი დაუდეს), ხვალ მოწმის სტატუსით შსს-ში მივდივარ. უკვე სამი თვეა პერმანენტულად ვითხოვ დაკითხვას.
როგორც ჩანს, ჩიჩინი ჭრის:)))“, - წერს ნადირაშვილი.