საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდება, სასწავლო პროცესის გახანგრძლივებაზე კი სამუშაო კონსულტაციები დაიწყება.
ამის შესახებ სანიკიძემ დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა:
„მცდელობა არის, რომ შევამციროთ კლასებში ბავშვების რაოდენობა, რათა სწავლების ხარისხი გაიზარდოს", - განაცხადა მინისტრმა.