„ჰააგის სასამართლოს პროკურორი 2008 წლის აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს ამართლებს“

Image

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძების დაწყებას ითხოვს.

 

რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის მოვლენების შეფასება ფაქტობრივად ამართლებს მიხეილ სააკაშვილის ქმედებებს.

 

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით 2008 წლის შემდეგ, ჰააგის სასამართლოს ასობით განცხადებით მიმართეს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა, სადაც მოყვანილი იყო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. თუმცა, სერგეი ლავროვის უწყებას მიაჩნია, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის დასკვნები განსხვავდება რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ დადებული დასკვნებისგან.

 

„საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორის დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საერთაშორისო გამოძიების საგანი არ გახდება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობები. პროკურატურას ასევე ეჭვი შეაქვს რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ფაქტზე. სამაგიეროდ, სასამართლოს გამომძიებლები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან გამოიძიონ ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი სეპარატისტების და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებები, რომლებიც, როგორც პროკურატურა მიიჩნევს, შესაძლოა სეპარატისტების ქმედებების თანამონაწილეები იყვნენ.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2008 წლის მოვლენების შეფასების, რეალობიდან მოწყვეტილი ასეთი ინტერპრეტაცია, რომელიც შინაარსობრივად ესარჩლება სააკაშვილის რეჟიმს, ნდობას შემატებს პროკურორს. ვიმედოვნებთ, რომ პროკურორის შუამდგომლობის განხილვის შემდეგ, მოსამართლეები ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც სამართლის პრინციპებს პასუხობს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

"პირველი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !