-
2014-02-13 15:11
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ)დღევანდელ სხდომაზე სალეცენზიო პირობების დარღვევის გამო "ყაზტრანსგაზ თბილისი" 5 000 ლარით დააჯარიმა. სხდომას სემეკის სამი წარმომადგენელი ესწრებოდა.
საქმე ეხებოდა "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ 2013 წლის დეკემბერსა და 2014 წლის იანვარში მოქალაქეთა მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვის წესის დარღვევას, რის გამოც მოქალაქეებს მიმდინარე წლის იანვარში გაზრდილი გადასახადები მიუვიდათ.
კომისიის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ბუნებრივ გაზის ჩვენების ერთ ქვითარში ასახვითა და გაერთიანებული გადასახადის წარდგენით გაუუარესდათ მდგომარეობა, დარიცხული თანხის გადახდა შეეძლებათ მიმდინარე წლის პირველ მარტამდე.