
საქართველოს პრემირმინისტრი დასავლეთთან საქართველოს დამოკიდებულებაზე კომენტარს აკეთებს. „france 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია და ხელისუფლებას ამ კუთხით მოსახლეობის მხარდაჭერა გააჩნია:
„თავდაპირველად მსურს აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინ ვილნიუსში ჩვენ ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირება მოვახდინეთ. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისათვის ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი მომენტრი, ისტორიული მომენტი რადგან ისტორიულად ჩვენ ევროპა ავირჩიეთ და ამდენად, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, უკვე 20 წელია ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფვით.
როგორც გითხარით, ჩვენ ამ ასოციაციის ხელშეკრულების პარაფირება მოვახდინეთ და ალბათ, ამ წელს აგვისტოში ან სექტემბერში უკვე ხელსაც მოვაწერთ, ჩვენ ამჟამად ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება ამ ასოცირებას. რამდენიმე კვირის წინ ჩატარებულმა გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მოსახლეობის 85 პროცენტი ეთანხმება ამ ასოცირებას.
ეს არის მხოლოდ ეტაპი, პირველი ეტაპი, შემდგომ იქნება მეორე ეტაპი და ასე გავაგრძელებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.